რთველი 2017
Header Image Promo

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში გაიხსნა

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი. 12 კომპანია უკვე რაჭაშია და მზად არის გადაამუშაოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყურძნის მოსავალი.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი;

ამასთან ერთად, რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 9 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 111,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 130 მლნ ლარს მიაღწია. 

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

 

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა