რთველი 2017
Header Image Promo

წვიმიანი ამინდის მიუხედავად კახეთში ყურძნის კრეფა გრძელდება

28 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 96 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 107,8 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,2 ათასი ტონა შეადგინა. 

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 44 ათასი ტონა საფერავი, 2,88 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 30,5 ათასი ტონა, გურჯაანში - 26,8 ათასი ტონა, თელავში - 18 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,4 ათასი ტონა, ახმეტაში -  3,1 ათასი ტონა და საგარეჯოში -  3,2 ათასი ტონა.  

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა